Hello world!

Welcome to WordPress.com. After you read this, you should delete and write your own post, with a new title above. Or hit Add New on the left (of the admin dashboard) to start a fresh post.

Here are some suggestions for your first post.

  1. You can find new ideas for what to blog about by reading the Daily Post.
  2. Add PressThis to your browser. It creates a new blog post for you about any interesting  page you read on the web.
  3. Make some changes to this page, and then hit preview on the right. You can alway preview any post or edit you before you share it to the world.
Posted in Uncategorized | %(count)s კომენტარი

შიშები… ფობია…

აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .
ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში
ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში
ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .
ანთროფობია — ყვავილების შიში.
აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში
არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .
არითმოფობია — რიცხვების შიში.
ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში .
ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.
ატელოფობია — არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
ატიქიფობია — წარუმატებლობის შიში.
აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.
აფენფოსმფობია — შიში იმისა,რომ ხელი შეგახონ.
ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — შიში მიკრობებისა და ბაქტერიების.
ბაროფობია — გრავიტაციის შიში.
ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.
ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი.
ბოტანოფობია — მცენარეების შიში.
გამოფობია — დაქორწინების შიში.
გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.
გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.
გინოფობია — შიში ქალების მიმართ.
გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.
დენდროფობია — ხეების სიში.
დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
დომატოფობია — სახლების, შენობების შიში.
ელუროფობია — კატების შიში.
ემეტოფობია — პირღებინების შიში.
ენტომოფობია — მწერების შიში
ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.
ესოფობია — სახლში ყოფნის შიში.
ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში.
ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში.
ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ.
ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში.
ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება.
იატროფობია — ექიმების შიში.
კიბერფობია — კომპიუტერების შიში.
კინოფობია — ძაღლების შიში.
კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა.
კოინონიფობია — ოთახების შიში.
კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით).
კლიმაკოფობია – კიბეებზე ასვლის შიში
ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში.
ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში.
ლილაპსოფობია – ქარიშხალის შიში.
მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.
მელანოფობია — შავი ფერის შიში.
მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.
მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში
ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.
ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში.
ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.
ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში.
ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში.
ობესოფობია — წონაში მომატების შიში.
ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.
ომბროფობია — წვიმის შიში.
ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ.
ორნითოფობია — ჩიტების შიში.
ოფიდიოფობია — გველების შიში
პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
პარასკავედეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია, ფრიგატრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის, პარასკევიდღის შიში.
პედოფობია — ბავშვების შიში.
პიროფობია — ცეცხლის შიში.
პორფიროფობია — მეწამული ფერის შიში.
პტერიდოფობია — გვიმრების შიში.
რადიოფობია — რადიოაქტიურობის ან რეტგენის სხივების შიში.
რანიდაფობია — ბაყაყების შიში.
რუსოფობია — ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ.
სელაფობია — მკვეთრი ფერების შიში.
სელენოფობია — მთვარის შიში.
სინოფობია — ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ.
სიფილოფობია — სიფილისით დაავადების შიში.
სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.
სომნიფობია — ძილის შიში.
სოციოფობია — შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის.
სქოლიოფობია — სკოლის შიში.
ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.
ტაქოფობია — სიჩქარის შიში.
ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ.
ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა.
ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში.
ტონიტროფობია — ჭექა–ქუხილის შიში.
ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.
ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში.
ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.
ფილოფობია — სიყვარულის შიში.
ფობოფობია – ფობიების შიში.
ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში.
ფოტოფობია — სინათლის შიში.
ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ.
ქიონოფობია — თოვლის შიში.
ქიროპტოფობია — ღამურების შიში.
ქრომოფობია — ფერების შიში.
ქრონომეტროფობია — საათების შიში.
ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში.
ცატოპტროფობია — სარკის შიში.
ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ.
ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი.
ჰელიოფობია — მზის სხივის შიში.
ჰემოფობია, ჰაემოფობია — სისხლის შიში.
ჰერპეტოფობია — ქვეწარმავლების შიში.
ჰეტეროფობია — ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.
ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია — შიში რიცხვ 666–ის მიმართ.
ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.
ჰომოფობია — ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.
ჰოპლოფობია — შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ

აკაროფობია — ფხანის შიში.
ალეკტოროფობია — ქათმების შიში.
ალლიუმფობია — ნივრის შიში.
ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში
არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში
ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
აუროფობია — ოქროს შიში
ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.
გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.
გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.
ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში.
ემეტოფობია – გულისრევის შიში
ალბუტოფობია – აბაზანის მიღების შიში
ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი.
სომნიფობია — ძილის შიში.
სოციოფობია — შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის.
სქოლიოფობია — სკოლის შიში.

Posted in 022, ფობია, შიში, blog, sos | დატოვე კომენტარი

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!

  როცა წერას იწყებ, გგონია, რომ მუდმივად სავსე იქნები აზრებით და წერის სურვილი ყოველთვის გაგყვება.
  მეც, როცა წერას ვიწყებდი, მეგონა, რომ ჩემამდე ამა თუ იმ თემაზე არავის დაეწერა და მიხაროდა.
  ჰოდა , სათქმელი მეტისმეტად რომ არ გამიგრძელდეს, მოდით, ვწეროთ მართლა იმის შესახებ, რაზეც ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია არაა. რატომ უნდა ინახებოდეს საჯარო ბიბლიოთეკაში, ვიღაცის კარადებში უამრავი საინტერესო ფაქტი, თემატიკა, როცა ყველა პირველ რიგში დაგუგვლით ეძებს ინფორმაციას და მერე გარბის წიგნების მოსაპოვებლად. შენი თემატიკით ხომ შეიძლება არაერთ ადამიანს გაუადვილო საქმე, მით უმეტეს, ჩვენ ხომ წერა ასე გვიყვარს და ასე კარგად გამოგვდის?ასეა თუ ისე არა?

Posted in აზრები, ბიზნესი, ბლოგი, დღიური, იცინე, პრიკოლი, სასაცილო, blog | დატოვე კომენტარი

მე რომ მთავრობაში ვიყო..

 ახალგაზრდობაში ამბიციები ბევრი გვაქვს. ამ მოსაზრებაში ისეთი ასაკოვანი ხალხიც დამეთანხმება, რომლებმაც 25 წელს უკვე გადააბიჯეს და რა აღარ უნახავთ ქვეყანაზე…
თუ თქვენ ჯერ არ იცით, მაშინ გაცნობებთ: მთელი ჩემი ოცდაათწლიანი ცხოვრება ხელისუფლებაში მოსვლაზე ვოცნებობ. :))…
 “გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, რადგან შეიძლება ისინი ახდესო”, თქვა ვიღაცამ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე კი არა, თქვენ უნდა გეშინოდეთ ჩემი ოცნებების ახდენის, რადგან როცა მთავრობაში მოვალ: ჰმ ჯერჯერობით საიდუმლოდ ვტოვებ ჩემს გეგმებს, სამომავლოდ გაგაცნობთ, სავარაუდოდ მაშინ, როცა ჩემს კანდიტატურას წამოვაყენებ….

Posted in ბლოგი, დღიური, ინტერნეტი, სიყვარუი, blog | დატოვე კომენტარი

რაზე ვწერო?…

  დიდი ხანია მინდოდა აი ასე მარტივად მოვკალათებულიყავი ჩემს სკამზე, ასე ვნებიანად ჩამეგდო ლეპტოპის კლავიატურა ხელში და ასე გემრიელად, ანუ ხელის მარტივი და ჰაეროვანი  მოძრაობებით დამეწერა პოსტი…
  ვწერ მაგრამ ჯერ სათაურიც კი არ მომიფიქრებია….
  არ გეგონოთ იდეების ან საწერი მასალის სიმცირეს განვიცდი, უბრალოდ არ მინდა ისეთ თემებზე საუბარი,რომელნიც მე თვითონ მაღიზიანებენ….
  ხო მინდოდა ამეხსნა ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის “სიყვარული
  ჩემო ერთგულო მეგობრებო ნუ დაიშურებთ მცირეოდენ ენერგიას და მაუსის რამოდენიმე მოძრაობით ხშირად მესტუმრეთ, გაიზიარეთ ჩემი გრძნობები, ფიქრები….
Posted in ბლოგი, დრამა, ენერგია, იუმორი, იცინე, კვება, კომენტარი, მანქანა, blog | დატოვე კომენტარი

როგორ დავამატოთ კომენტარი ჩემს ბლოგს….

გთავაზობთ  ვიდეოკოლაჟს თუ როგორ უნდა დავტოვოთ ბლოგზე კომენტარი:

Posted in ბლოგი, დღიური, კომენტარი, მე, blog | დატოვე კომენტარი

საღ გონებას რა ვუთხარი, თორემ რამდენი სისულელის ჩადენა მინდა ….

   სანამ სანთლებს ჩააქრობ იცი, რომ რაღაც უნდა ჩაიფიქრო აუცილებლად, ხოლო როდესაც ეს მომენტი დგება, ხვდები რომ ჩასაფიქრებელი აღარაფერია… ყველაფერი უკვე დიდი ხანია ჩაფიქრებული გაქვს, უკვე დიდი ხანია ამ სურვილებისთვის ცხოვრობ, გტკივა, გიხარია, გიყვარს… და ისინი არ იცვლება არასოდეს, როგორც არ იცვლები შენ…

Posted in აფთიაქი, აღდგომა, დღესასწაული, ელექტრომობილი, თბილისი, კვება, მამაკაცი | %(count)s კომენტარი